
GM Company 22 ანხორციელებს საქართველოში დამზადებული, მეტალურგიული პროდუქციის, ფერო სილიკო მარგანეცის და ფერო ქრომის რეალიზაციას ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში, ამასთან ახდენს ყაზახეთიდან მეტალურგიისათვის საჭირო მასალის, კერძოდ, კოქსისა და ელექტროდის მასის მიწოდებას ქართველ მწარმოებლებზე.
კომპანია 1 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, გვაქვს მრავალწლიანი კონტრაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პასუხისმგებლიან მყიდველებთან და ტრეიდერებთან. კომპანია გეგმავს დამატებით ოფისების გახსნას თბილისსა და ზესტაფონში, აგრეთვე აქტიურად მონაწილეობს მეტალურგიის ტენდერებსა და აუქციონებში. 2024 – 2025 წლისათვის კომპანია გეგმავს ISO სერთიფიკატის მოპოვებას, რისთვისაც აქტიურად არის დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები.
თანამშრომელთა რიცხვი მიმდინარე წელს 10-12 კაცით გაიზრდება, რაც კიდე უფრო კომფორტულს გახდის ჩვენთან თანამშრომლობას.